среда, 16 июня 2010 г.

გენდერული საკითხი საქართველოში

1. პროექტის სახელი: გენდერული საკითხი საქართველოში.
2. პროექტის მოკლე აღწერა: ა) ქალი ქართველ მწერალთა შემოქმედებაში
ბ) ქალი ბიბლიაში
გ) ქალი ქართველ მხატვართა შემოქმედებაში
დ) ძალადობა ქალზე ოჯახში
ე) სექსუალური ძალადობა ქალზე
ვ) ქალი შრომის მძიმე უღელში საზღვარგარეთ
ზ) ქალი პოლიტიკაში
3. პროექტის სრული აღწერა: ა) ბავშვებს დასამუშავებლად ვაძლევ ქართველ მწერალთა შემოქმედებას დაწყებული მე–5 საუკუნიდან დღემდე (რა თქმა უნდა რამოდენიმე მწერალს ამორჩევთ). ვთქვათ, იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“, გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა–ფშაველას, მიხეილ ჯავახიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას რამოდენიმე ნაწრმოებს. თითო მწერალზე მუშაობს თითო მოსწავლე. ისინი გააკეთებენ პრეზენტაციას, როგორაა ქალის სახე, მისი როლი და ფუნქციები ამა თუ იმ მწერლის შემოქმედებაში წარმოდგენილი. როგორია ეპოქის, საზოგედოებისა და თვით მწერლის შეხედულება ქალზე, მის უფლებებზე, გონებრივ თუ ფიზიკურ შესაძლებლობებზე. შეიცვალა თუ არა დამოკიდებულება ქალისადმი საუკუნეების მანძილზე. ამ ნაწარმოებთა საფუძველზე შექმნილი ფილმების ნახვა...
ბ) საინტერესო იქნება ბიბლიის განხილვა ამ ჭრილში. ინტერვიუ მოძღვრებთან.
გ) შევისწავლით ქართველ მხატვართა შემოქმედებას. აუცილებლად წავალთ გალერეაში სხვადასხვა მხატვრის ნამუშევართა სანახავად...
დ–ე) ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული თემებია: ძალადობა ქალზე ოჯახში და სექსუალური ძალადობა ქალზე.
ოჯახში ქალზე ძალადობის ფაქტი ბევრია ჩვენს სინამდვილეშიც, მაგრამ ჩვენი მენტალიტეტიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე ამას უმეტესად თავად ქალები უარყოფენ, არ აღიარებენ. საინტერესო იქნება სტატისტიკური მონაცემების გაცნობა ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. ინტერვიუ ფსიქოლოგებთან: როგორ ითრგუნებიან ქალები მოძალადის ზემოქმედებით, რა საშიშროება მოელის პიროვნების ფსიქიკას, სჭირდებათ თუ არა ასეთ ადმიანებს ჩვენი დახმარება და რეაბილიტაცია. როგორი ფსიქიკით იზრდებიან ბავშვები ისეთ ოჯახებში, სადაც ხშიარია დედაზე ძალადობა. რა რჩევები შეიძლება მივცეთ დაზარალებულს ან მოძალადეს. სასამრთლოში მივალთ და შევისწავლით კოდექსს, რა შემთხვევაში და როგორ ისჯებიან მოძალადეები. ინფორმაციების მოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით შეგვიძლია ინტერნეტიდან. საინტერესო იქნება სხვადასხვა ცნობილი ადამიანისაგან ინტერვიუს აღება ამ საკითხებთან დაკავშირებით..
საინტერესოა სტატისტიკის გაცნობა მოზარდებში ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით. გასაუბრება ფსიქოლოგებთან, სექსოლოგებთან. გარკვევა, როგორ მოქმედებს მოზარდის ფსიქიკაზე ფიზიკური ძალადობა, როგორ შეიძლება დაანგრიოს ამ ფაქტმა ადმიანის მთელი ცხოვრება და ა.შ.
ვ) სტატისტიკური მონაცემების გაცნობა, დაახლოებით რამდენი ქალია გასული საქართველოს ფარგლებს გარეთ სამუშაოდ ბოლო 20 წლის განმავლობაში. მათი მდგომარეობა უცხო ქვეყანაში. ინტერნეტის საშუალებით დაკავშირება მათთან. ხდება თუ არა მათი ექსპლუატაცია. დაახლოებით რამდენი თანხა შემოდის ქვეყანაში „საშოვარზე წასული“ ქალების წყალობით. საქართველოს ეკონომიკაზე რამდენად ახდენს გავლენას საზღვარგარეთიდან ამ გზით შემოსული ფული და ა.შ.
ზ) პირველ რიგში დამუშავდება თამარის მეფობის ხანა. თამარი, როგორც ნიჭიერი მმართველი... რუსუდანი...
თანამედროვე პოლიტიკოსთა „თანავარსკვლავედი“. ავიღებთ ინტერვიუებს მოსახლეობისაგან და გავარკვევთ, როგორია მათი დამოკიდებულება– პოზიცია, უნდა იყოს თუ არა ქალი პოლიტიკაში. შეუძლია თუ არა ქალს მოაგვაროს ის პრობლემები, რომელთა მოგვარება ძნელია ან თითქმის შეუძლებელი. სტატისტიკის გაცნობა, რა მიღწევები აქვთ თანამედროვე პოლიტიკოს ქალებს და ა.შ.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 16–17. XI კლასი.
5. ვადები/ხანგრძლიობა: 3 თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები : მოსწავლეები ეცნობიან მათთვის აქამდე უცნობ ლიტერატურას. მოძებნიან ინტერნეტში მოთავსებულ საინტერესო მასალებს. იღებენ ინტერვიუებს ცნობადი სახეებისგან, მოსახლეობისგან, ფსიქოლოგებისგან, სექსოლოგებისგან. წერენ თემებს. აკეთებენ პრეზენტაციებს. მართავენ დისკუსიებს. ბლოგზე ინფორმაციის განათავსებენ...
7. მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ნახატები, პრეზენტაციები, სლაიდშოუ, ვიდეოს დამზადება, დისკუსია, ჩანახატები, ესსეები და ა.შ.
8. სარგებლობა სხვებისთვის: მშობლები, ნათესავები, მეგობრები სკოლაში თუ სკოლის გარეთ, სხვა ნაცნობები, ფართო საზოგადოება მიიღებს ბევრ საჭირო და სინტერესო ინფორმაციას ქალზე. ისინი გააცნობიერებენ პრობლემას, რა სავალალო მდგომარეობა შეიძლება მივიღოთ, როცა ძალადობაა ოჯახში ქალზე, რა მხარდაჭერა შეიძლება აღმოუჩინოს საზოგადოებამ მას. ნახავენ პრობლემა უფრო დიდია თუ გამოხმაურება. რა გზები უნდა გამოვძებნოთ პრობლემების მოსაგვარებლად დ ა.შ.
ზოგადად, ქალის ფენომენი...
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმებთან კავშირი: ქართული ლიტერატურა, ისტორია, ინფორმატიკა, ხელოვნება, ეკონომიკა, რელიგია.
11. მონაწილეობა სხვა სკოლებთან: არა
12. პროექტის ფასილიტატორი: ნინო კუბლაშვილი
13. პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: lurjacxenebi7@gmail.com
14. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: lurjacxenebi.blogspot.com